Saturday, 30 November 2013

ტრენინგის მეორე დღე

   გავიხსენეთ წინა დღის მასალა.
   მიმოვიხილეთ საშინაო დავალება - პროექტების იდეები.
   გავეცანით საინფორმაციო ბუკლეტების ნიმუშებს.
   გავიხსენეთ ტექსტურ რედაქტორში მუშაობა.
   გავხსენით Word-ის ახალი დოკუმენტი და დავამზადეთ ჩვენი პროექტის საინფორმაციო ბუკლეტი.
   მოვახდინეთ დღის რეფლექსია.

Sunday, 24 November 2013

ტრენინგის პირველი დღე

  ერთმანეთის გაცნობის შემდეგ  ვნახეთ  "ინტელის" მიერ შექმნილი კლიპი "ხიდი მომავლისკენ".  შემდეგ დავათვალიერეთ "ინტელის" გზამკვლევი, გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რასაც უნდა ფლობდნენ ჩვენი მოსწავლეები და არა მარტო ისინი.
  მიმოვიხილეთ კურსის მოდულები.  შევქმენით ჩვენი პროექტის პორტფოლიოს საქაღალდე თავის შემადგენელი ქვესაქაღალდეებით და გავეცანით თითოეულის დანიშნულებას.
  ვნახეთ პროექტის პორტფოლიოს ჩეკლისტი და სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი. საჭირო მასალები შევინახე ჩემს საქაღალდეში, რომელიც დავაარქივე და გავგზავნე ჩემი ფოსტის მისამართზე.
  გავეცანით პროექტების ნიმუშებს.
  შევქმენი ახალი ბლოგი და გავაკეთე პირველი დღის რეფლექსია.