Sunday 22 December 2013

ტრენინგის მეცხრე დღე

   გავიმეორეთ მასალა.
   ვიმუშავეთ ბლოგის გაჯეტებზე.
   მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია. ყურადღებით მოვუსმინეთ ერთმანეთს და მივეცით მეგობრული რჩევები.
   შევაჯამეთ ტრენინგ-კურსი.
   გადმოგვეცა სერტიფიკატები.
   უაღრესად საინტერესო და საჭირო ტრენინგია.  ჩვენი ტრენერი ქალბატონი ქეთევან ცერაძე  კი ნამდვილი პროფესიონალი და არაჩვეულებრივი პიროვნებაა. მადლობა მას იმ დიდი ცოდნისთვის, რისი ზიარიც გაგვხადა.
   

Saturday 21 December 2013

ტრენინგის მერვე დღე

   ტრენინგის დასაწყისში მიმოვიხილეთ საშინაო დავალება და გავიმეორეთ მასალა.
   შევქმენით მასალა ფასილიტაციისთვის.
   ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და მოვახდინეთ მისი სრულყოფა.
   ვისწავლეთ ჰიპერლინკების დადება და მოხსნა.
   ავტვირთეთ პროექტის პორტფოლიო ბლოგზე.
   ვიმუშავეთ ბლოგის გაჯეტებზე და ვისწავლეთ საათის ჩასმა.
   გავაკეთეთ დღის რეფლექსია.

Sunday 15 December 2013

ტრენინგის მეშვიდე დღე

   დღე ჩვეულებისამებრ დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით.
   ტრენერმა უპასუხა მსმენელთათვის საინტერესო შეკითხვებს.
   ვისაუბრეთ პროექტში მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებაზე და შევქმენი დამხმარე მასალა ამ საჭიროებების გათვალისწინებით.
   შემდეგ ვიმუშავე პროექტის გეგმის დახვეწაზე და შევსებაზე.
   ვისწავლეთ ფოტოალბომის შექმნა picasa-ზე.
   ვიმუშავეთ ბლოგებზე.
   გავაკეთეთ დღის რეფლექსია.

Saturday 14 December 2013

ტრენინგის მეექვსე დღე

  გავიხსენეთ და გავიმეორეთ გავლილი მასალა.
  ვიმუშავე პროექტის შეფასების სქემებზე. ჩემ პროექტს მოვარგე პროექტის და ბლოგის შეფასების რუბრიკები. შევიმუშავე ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეთა თვითშეფასების სქემა, თანატოლთა ურთიერთშეფასების ფორმა.
  გავარჩიეთ ასოციაციური კავშირების დიაგრამები, რაც დამეხმარება პროექტზე მუშაობის დროს შეფასებებში.
  ვიმუშავეთ ბლოგებზე. ვისწავლე გვერდების შექმნა და გაჯეტების ჩასმა.
  გავაკეთეთ დღის რეფლექსია.

Sunday 8 December 2013

ტრენინგის მეხუთე დღე

   გავიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა.
   სასწავლო პროექტის გეგმაში ჩავსვით ჩვენი საგნის სტანდარტიდან ინდიკატორები.
   ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და ვისწავლეთ შაბლონში მოძიებული მასალის ლინკის გადატანა.
   ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების გაკეთება.
   შევქმენით მოსწავლის ბლოგი.
   ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინის შეცვლაზე, ვისწავლეთ სურათის და გამოკითხვის გაჯეტად ჩასმა.
   ვისწავლეთ ბლოგის ჩანაწერში ლინკის ჩასმა.
   ძალიან დაძაბული, საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო.

Saturday 7 December 2013

ტრენინგის მეოთხე დღე

გავიმეორეთ ნასწავლი მასალა.
დავამთავრეთ ბუკლეტზე მუშაობა და გავაფორმეთ სურათებით.
გადავხედეთ და დავხვეწეთ პროექტის გეგმა.
Power Point-ში გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია და ავტვირთეთ ბლოგზე.
 მოვახდინეთ დღის რეფლექსია.

Sunday 1 December 2013

ტრენინგის მესამე დღე

მიმოვიხილეთ წინა დღის მასალა.
ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტის მიზნები.
გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და ჩვენი პროექტისთვის ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.
შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა.
მოვახდინეთ დღის რეფლექსია.